დამატებითი ინფორმაცია
კატეგორია:

სედანი

  • შპს "ტრანსტური" არის სატრანსპორტო კომპანია, რომელიც საქართველოს მაშტაბით ახორციელებს სახმელეთო გადაყვანებს. კომპანია დაარსდა თბილისში 2017 წელს და მას შემდეგ ემსახურება სხვადასხვა სასტუმროებს და ტუროპერატორებს. კომპანიის ბალანსზე არის 11 მანქანა (როგორც სედანები ასევე მინივენები), ამ ეტაპზე ჩვენი კომპანია ახორციელებს სასტუმრო პერსონალის გადაყვანებს, სტუმრების გადაყვანას საქართველოს მაშტაბით, აეროპორტში გაცილება/დახვედრას, 1 დღიან და 2 დღიან ტურებს მინივენით და ასევე ტრანსფერებს სასომხეთში და თურქეთში.

 

  • განვითარების მიზნით კომპანიის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ონლაინ ბუქინგის გაკეთება, რაც საშუალებას მისცემს კერძო პირებს საქართველოდან ან თუნდაც უცხოეთიდან გააკეთონ მანქანის ჯავშანი. ასევე ჩვენი კომპანიის საიტზე შეუძლიათ სხვა მძღოლებს ვისაც სურვილი აქვს და ვინც დასაქმებულია ტურიზმის სფეროში საკუთარი მანქანები ატვირთონ და მიიღონ შეკვეთები. ანალოგიურად ვისაც სურს საკუთარი აპარტამენტის გაქირავება და ონლაინ ჯავშნების მიღება შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი ვებ-გვერდით.

 

  • თუ გსურთ თქვენი მანქანის ან (აპარტამენტ/სასტუმროს) განთავსება ჩვენს საიტზე გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ფოსტაზე: omegataxiinfo@gmail.com

 

ყურადღება! შეფასების დამატებისთვის საჭიროა გაიროთ ავტორიზაცია